კინო

ვიტუს

8.04.2023

2005, ფრედი მიურერი
Amirani Cinema / 14:00 Uhr

„ვიტუსი სხვა პლანეტიდან ჩამოსული ბიჭია: ღამურასავით კარგად ესმის,
შესანიშნავად უკრავს ფორტეპიანოზე და საბავშვო ბაღის ასაკიდან კითხულობს ბროკჰაუსის ენციკლოპედიას. გასაკვირი არ არის, რომ მისი მშობლები წინასწარ გრძნობენ მის წარმატებულ კარიერას: ვიტუსი პიანისტი უნდა გახდეს. მაგრამ
პატარა გენიოსს ახირება აქვს- მას ბაბუის სადურგლოში ჩხირკედელაობა ურჩევნია, ფრენასა და ნორმალურ ახალგაზრდობაზე ოცნებობს. საბოლოოდ, დრამატული ნახტომით, ვიტუსი საკუთარ სიცოცხლეს ხელში იღებს...» (Swissfilms.ch)

Film-Trailer

ფრედი მიურერი


(*1940 ბეკენრიდი). ციურიხის
დიზაინის სკოლაში დაეუფლა ფოტოგრაფის პროფესიას; 1967 წლიდან მუშაობდა დამოუკიდებელ რეჟისორად და პროდიუსერად ციურიხში. მიურერს ეკუთვნის როგორც მხატვრული ("Höhenfeuer", 1985; "Love and Chance", 2014), ისე
დოკუმენტური ფილმები ("ჩვენ მთის ხალხი მთაში ნამდვილად არ ვართ დამნაშავე ჩვენს იქ ყოფნაში", 1974). მიურერი ასევე აქტიურად მონაწილეობდა
კინოპოლიტიკაში და იყო შვეიცარიის კინოაკადემიის პრეზიდენტი 2008-10 წლებში.
2007 წელს მან მიიღო შვეიცარიის კინოპრემია საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის "Vitus", ასევე ლოკარნოს კინოფესტივალის ჯილდო Pardo alla carriera 2019 წელს და შვეიცარიის კინოპრემიის
საპატიო ჯილდო 2022 წელს.



შვეიცარია 2005. რეჟისორი: ფრედი მიურერი.
როლებში: ტეო გეორგიუ, ბრუნო განცი, ჯულია ჯენკინსი, ურს იუკერი. 120 წთ., ფერადი, შვეიც.
დიალექტი/ქართ.+ინგლ. სუბტიტრებით


დეტალები & ბილეთები
Amirani Cinema