არქიტექტურა

შვეიცარიული არქიტექტურა - წარმატების ისტორიის კრიტიკული ასპექტები

4.04.2023

ობიექტები და კუნძულები
შვეიცარიული არქიტექტურის განახლება მოხდა ოთხმოციანი წლების ბოლოს, ქვეყნის გერმანულენოვან ნაწილში. მისი წარმატება, მალე საერთაშორისო მასშტაბით გახდა შესამჩნევი, თუმცა ის უფრო ნაკლებად იყო დამოკიდებული ურბანულ ცენტრებზე, ვიდრე შორეულ ლანდშაფტებზე ან ურბანულ პერიფერიაზე. კარგად შემონახული ისტორიული ცენტრებისგან შორს, ახალგაზრდა არქიტექტორების სახელოსნოები: პეტერ ცუმთორი, „ჰერცოგ & დე მეურონი“ ან გიგონ გუიერი, ჩვეულებრივ აწარმოებდნენ თავიანთ "მუნჯ" ობიექტებს. იზოლაციისა და თვითრეფერენციალურობისკენ მიდრეკილება შესამჩნევი იყო ათასწლეულის მიჯნაზეც, როდესაც პოსტინდუსტრიულ ქალაქად გადაქცევა არქიტექტორებისთვის, ურბანისტებისთვის და ინვესტორებისთვის მთავარ ამოცანად იქცა. მაგალითად, ციურიხში, გარდაქმნილ, კერძო ტერიტორიებზე შეიქმნა დიდი ობიექტები ჩაკეტილი შიდა სამყაროებით, მაგრამ მცირე კონტაქტით გარე სამყაროსთან -
ასეთია, 2014 წელს EM2N არქიტექტორების მიერ გახსნილი ხელოვნების სკოლა, რომელსაც ეს ლექცია მიეძღვნება.

აუდიტორიის კითხვები ანდრე ბიდოს

19:35–21:00
კინოჩვენება, კრისტოფ შაუბის "უსასრულობის არქიტექტურა" (85')
youtube.com/watch

კინოჩვენება, თომას ჰამერლის „მე ვარ ჯენტრიფიკაცია. მაწანწალას აღსარება“ (99')
ორშაბათს, 10 აპრილს, 19:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში.


ანდრე ბიდო


ასწავლის არქიტექტურის ისტორიასა და თეორიას მენდრისიოს არქიტექტურის აკადემიაში და ციურიხის ETH-ში (ტექნიკურ-სამეცნიერო უნივერსიტეტი).
ის არის ციურიხის არქიტექტურის ცენტრის თანადამფუძნებელი, სადაც ასევე კურირებდა გამოფენებს.


დეტალები


თიბისი კონცეპტში დასწრება
თავისუფალია
გთხოვთ რეგისტრაცია წინასწარ
გაიაროთ ბმულზე:
conceptevents.ge