ხელოვნება

„ფენიქსის ფილოსოფიის კაფე თბილისი"

5.04.2023

ციურიხში მცხოვრები ხელოვანი ილარია ვინჩი წარმოგიდგენთ გამოფენის „ფენიქსის ფილოსოფიის კაფე" სახეცვლილ ვერსიას, რომელიც ციურიხის კაბარე ვოლტერში 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ნაჩვენები. გამოფენის პარალელურად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები. ხელოვნების ნიმუშების გარდა, მნიშვნელოვანია "ფენიქსის ბუხრის ქრონიკები", ვინჩის შოუს შესახებ დაწერილი მოკლე ტექსტები. მათი ავტორები არიან შვეიცარიელი მწერლები: ჯუდიტ კელერი, მაია ოლაჰი, ალისონ გრიმალდი დონაჰიუსი და ასევე ქართველი ავტორი, ანა კორძაია-სამადაშვილი. სალომე ჰოლი, კაბარე ვოლტერის დირექტორი, შთაგონებული ილარია ვინჩის გამოფენით, წაიკითხავს ლექციას „დადა ფენიქსი, ანუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ დადასგან“. იგი ავლებს პარალელებს წარსულიდან დღემდე და აანალიზებს, რომელი პრობლემები და შესაძლებლობები მეორდება და როგორ პასუხობს მათ დღევანდელი ხელოვნება. შემდეგ გაიმართება დისკუსია ილარია ვინჩის, სალომე ჰოლსა და ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს შორის.

სალომე ჰოლი
დ. 1985 წ. ხელოვნების
ისტორიის მაგისტრი. სწავლობდა
ხელოვნების ისტორიას, ფილოსოფიასა და
კულტურის ანალიზს ციურიხის უნივერსიტეტსა
და ციურიხის უმაღლეს პედაგოგიურ
სასწავლებელში. იგი მუშაობდა „ქუნსთჰალე
სანქტ-გალენსა“ და ასოციაცია
„პლატფორმაში“. 2020 წლიდან ის კაბარე
ვოლტერის დირექტორია.

ილარია ვინჩი
დ. 1991 წ. ცისტერნინოში
(იტალია), ცხოვრობს და მუშაობს ციურიხში.
სწავლობდა ლოზანის ECAL/კანტონალურ
ხელოვნების სკოლა-ში და ბრერას სახვითი
ხელოვნების აკადემიაში.
ილარია ვინჩის პრაქტიკა იკვლევს იმას,
რასაც იგი „ფანტაზიის ზონას“ უწოდებს:
არეალს ადამიანის ფსიქიკაში, სადაც
თვითშემეცნება და სამყაროს ცნობიერება
ერთმანეთს ხვდება და ბუნდოვანდება.

ანა კორძაია-სამადაშვილი
დ.1968 წ. ქართველი ავტორი და მთარგმნელია,
რომლის რომანებსა და მოთხრობებს
სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდოები
მიენიჭა. ასწავლის შემოქმედებით წერასა და
ლიტერატურას თბილისის ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტში.


19:00 – 20:00 საათი
ილარია ვინჩის პრეზენტაციის შემდეგ, ანა კორძაია-სამადაშვილი წაიკითხავს თავის ტექსტს.


20:00 – 21:00 საათი
სალომე ჰოლის ლექცია - „დადა
ფენიქსი, ან რა შეგვიძლია ვისწავლოთ
დადასგან"


21:00– 22:00 Uhr
ინტერაქცია ქართველ ხელოვანებთან


დეტალები
CCA Center of Contemporary Art Tbilisi


დასწრება თავისუფალია