ხელოვნება

ფერდინანდ ჰოდლერი და პაულ კლეე

1.04.2023

19:00 – 22:00 
ჰოლოზეუმი

პაულ კლეემ და ფერდინანდ ჰოდლერმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს შვეიცარიულ მხატვრობაზე და
ისინი ორივე უმნიშვნელოვანესი ხელოვანები არიან. წარმოგიდგენთ ფანტასტიკურ გამოფენას, რომელიც
მათ შთამბეჭდავ ნამუშევრებს ხელშესახებს ხდის და ახალი პერსპექტივიდან გვიჩვენებს. ხელოვანთა კოლექტივი Projektil იყენებს უახლესი ტექნოლოგიების ვიდეო პროექტორებს მულტიმედიური სინათლის შოუს შესაქმნელად, რომელშიც შვეიცარიელი მხატვრების - ფერდინანდ ჰოდლერის და პაულ კლეეს - დიდი ზომის ნახატები ჯადოსნურად ტრიალებს დარბაზის კედლებსა და იატაკზე. მთები და ციხე-სიმაგრეები, ხეები და ნაკადულები ცოცხლდება და ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ ის დიდხანს ამახსოვრდება არა მხოლოდ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანს. ტერმინი „იმერსიული“ მომდინარეობს სიტყვიდან
immersion, რაც ნიშნავს ჩაძირვას. და ეს არის ზუსტად ის, რაც ემართება მაყურებელს: ის იძირება პაულ კლეესა და ჰოდლერის ნამუშევრებში. თითქმის 40 წუთიანი შოუ სრულყოფილად აერთიანებს მხატვრობასა და მუსიკას და მაყურებელი სივრცისა და დროის შეგრძნებას სრულად კარგავს.


დეტალები & ბილეთები
ჰოლოზეუმი


tkt.ge