მუსიკა

ეველინ თროუბლი

8.04.2023

ეველინ თროუბლი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და ვიზუალური ხელოვანია. თროუბლის შემოქმედება ეხება ადამიანის არსებობის რთულ და
კომპლექსურ რეალობას. ერთხელ კრიტიკოსებმა მას ტომ იორკისა და პატი სმიტის უკანონო შვილი უწოდეს. ეს შედარება ზუსტია, რადგან თროუბლის მუსიკა აერთიანებს სტილისტურ ინოვაციებს დაუმუშავებელ, მეამბოხე ენერგიასთან.


ეველინ თროუბლი


ეველინ თროუბლი დაიბადა ციურიხში, მუსიკოსების ოჯახში; დედა პროფესიონალი ჯაზის მომღერალი და სიმღერის მასწავლებელია.
ეველინის პიროვნება აერთიანებს კონტრასტულ მიმართულებებს: ის მღეროდა ოპერას საერთაშორისო თეატრებში და ამავდროულად იყო სოლისტი „ბლექ საბათ-ის“ ტრიბუტ ჯგუფში. მის კატალოგში არცერთი გამოცემა არ ჟღერს ერთნაირად, რადგან მას აქვს თანდაყოლილი სურვილი, მუდმივად ხელახლა აღმოაჩინოს საკუთარი თავი და თავისი მუსიკით შეიჭრას ახალ სივრცეებში, რაც გეოგრაფიული გაგებითაც გამოიხატება: ეველინ თროუბლი ცხოვრობდა ნიუ-იორკში, ლონდონსა და ბერლინში. თითოეულმა ქალაქმა მკაფიო კვალი დატოვა მის შემოქმედებაზე. ის ამჟამად ციურიხში ცხოვრობს სხეულში 15000 ვოლტით მეტით, ვიდრე რომელიმე სხვა ხელოვანი.


დეტალები & ბილეთები


evelinntrouble.com

Biletebi