ლიტერატურა

დიურენმატი - სიყვარულის ისტორია

3.04.2023

ფრიდრიხ დიურენმატი დიდი შვეიცარიელი რომანისტი, დრამატურგი და ესეისტია. მწერლის შესახებ ლექციას „ფრიდრიხ დიურენმატის კოსმოსი“, წაიკითხავს ულრიხ ვებერი,
ბიოგრაფი და მისი არქივის კურატორი. საარქივო დოკუმენტებსა და ფოტოებზე
დაყრდნობით ულრიხ ვებერი გაგვიძღვება და გაგვაცნობს ფრიდრიხ დიურენმატის, როგორც წარმატებული დრამატურგის, გროტესკული, იუმორისტული მთხრობელის,
ფილოსოფიური ესეისტისა და აპოკალიფსური მხატვრის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. იგი ასევე წარმოგვიდგენს მწერლის ჩართულობას მეცნიერებასა და მითოლოგიაში და მის პოლიტიკურ აქტიურობას თავისუფალი და სამართლიანი სამყაროსთვის.
2018 წელს ფრიდრიხ დიურენმატის დრამატული ბალადა "მინოტავრი. დავალება" ქართულ ენაზე გამოსცა გამომცემლობა "დიოგენემ". დისკუსია გაიმართება წიგნის მთარგმნელთან -
მაია ბადრიძესთან და ულრიხ ვებერთან. დასასრულს, რეჟისორ საბინ გისიგერის
თანდასწრებით ნაჩვენები იქნება ფილმი "დიურენმატი - სიყვარულის ისტორია“. ფილმის ჩვენების შემდეგ პუბლიკას შესაძლებლობა ექნება, შეკითხვები დაუსვას რეჟისორს.
"დიურენმატი - სიყვარულის ისტორია“ ასევე არის მისი სიყვარულის ახსნა დიურენმატისა და მისი შემოქმედების მიმართ", - ამბობს საბინე გისიგერი. ”სრულიად აღტაცებული ვარ იმით, როგორ ფიქრობს ის სამყაროზე.

19:00–19:40
ულრიხ ვებერის ლექცია „ფრიდრიხ დიურენმატის კოსმოსი“
19:40–20:00
აუდიტორიის კითხვები ულრიხ ვებერს და დისკუსია მაია ბადრიძესთან "მინოტავრი. დავალება" შესახებ
20:00–20:15
შესვენება
20:15–21:30 კინოჩვენება „დიურენმატი - სიყვარულის ისტორია“
და საუბარი რეჟისორ საბინე გისიგერთან

სინოფსისი
„ფილმი არის ადამიანის, მოაზროვნის, მწერლისა და მხატვრის, ფრიდრიხ დიურენმატის
ინტიმური კინემატოგრაფიული ძეგლი. ფილმი ფოკუსირებულია ფრიდრიხ დიურენმატისა და მისი მეუღლის ლოტი დიურენმატ-გეისლერის აქამდე უცნობ სასიყვარულო ისტორიაზე. წყვილი ორმოცი წელი მჭიდრო ურთიერთობაში თანაცხოვრობდა. 1983 წელს, ლოტის გარდაცვალების შემდეგ დიურენმატი ღრმა კრიზისში ჩავარდა, საიდანაც ახალი, დიდი სიყვარულით გაითავისუფლა თავი. მისი და ვერენა დიურენმატი და მისი შვილები
პიტერ დიურენმატი და რუთ დიურენმატები- პირველად და ექსკლუზიურად ყვებიან თავიანთ ძმასა და მამაზე. (Swissfilms.ch)

ულრიხ ვებერი
დ. 1961 წელს, არის დიურენმატის არქივის კურატორი შვეიცარიის ლიტერატურულ არქივში, ბერნში და მისი ბიოგრაფიის ავტორი. ეკავა პედაგოგიური თანამდებობები შვეიცარიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

მაია ბადრიძე
დ. 1961 წელს, თარგმნის გერმანულენოვან ლიტერატურას ქართულად, 2018 წელს მიიღო ავსტრიის სახელმწიფო პრემია ლიტერატურულ თარგმანში


საბინე გისიგერი


(*1959 წ. ციურიხში). ციურიხსა და პიზაში ისტორიის შესწავლის შემდეგ გახდა შვეიცარიის რადიოსა და ტელევიზიის (SRF) რეპორტიორი. 1990 წლიდან როგორც თავისუფალი რეჟისორი, გისიგერი იღებს დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ თემებზე, მაგ. ძალიან წარმატებული "Yalom's Cure" (2014) ფსიქოთერაპევტის ირვინ დ. იალომის შესახებ. საბინე გისიგერი არის დოკუმენტური ფილმების ლექტორი ZHdK-ში (ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტი) და ევროპის კინოაკადემიის წევრი. 2001 წელს მიიღო შვეიცარიის კინოპრემია საუკეთესო დოკუმენტური
ფილმისთვის "Do It".


ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება საუბარი რეჟისორთან


შვეიცარია 2015. რეჟისორი: საბინე გისიგერი. როლებში: ვერენა დიურენმატი, პიტერ დიურენმატი,
რუთ დიურენმატი. 76 წთ., შვეიც. დიალექტი+გერმ. ენა/ქართული სუბტიტრებით

Film- Trailer

დეტალები & ბილეთები
Writers' House of Georgia