კინო

ოქროს წლები

6.04.2023

2022, ბარბარა კულჩარი
Amirani Cinema / 18:00

„ალისა და მისი ქმარი პიტერი ახლახან გავიდნენ პენსიაზე და მოუთმენლად ელიან
თავიანთ დამსახურებულ დასვენებას. მაგრამ ხმელთაშუა ზღვაში კრუიზის დროს ვლინდება დიდი ხნის ოჯახური პრობლემები. საბოლოო ჯამში, ცალ-ცალკე გზებზე ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ოქროს წლების გატარების ახალ გზებსაც
პოულობენ. ” (Swissfilms.ch)

Film-Trailer

ბარბარა კულჩარი


(* 1971 წ. ციურიხში; შვეიცარიისა
და უნგრეთის მოქალაქე). 1991-92 წლებში სწავლობდა ბუდაპეშტის სამსახიობო სკოლაში. 1994-99 წლებში ZHdK - ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში, ფილმის/ვიდეოს ფაკულტეტზე.
1999 წელს მიიღო ZHdK-ას დიპლომი. მისმა სადიპლომო ფილმმა "Blush" (1999) მიიღო
რამდენიმე ჯილდო, ხოლო მისმა დებიუტმა "Zu Zweit" (2010) მიიღო ციურიხის კინოპრემია. 2017
წელს მან მიიღო გერმანიის საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიის პრემია, სატელევიზიო
მხატვრული ფილმისთვის "Zwiespalt". ცხოვრობს ციურიხში და მუშაობს შვეიცარიასა და გერმანიაში.


ფილმის ბოლოს საუბარი რეჟისორ ბარბარა კულჩართან


შვეიცარია 2022. რეჟისორი: ბარბარა კულჩარი. როლებში: ესთერ გემში, სტეფან კურტი, უელი ჯაგი. 93 წთ., ფერადი, შვეიც. დიალექტი/ქართ.+ინგლ. სუბტიტრებით


დეტალები & ბილეთები
Amirani Cinema