არქიტექტურა

ჯენტრიფიკაცია მე ვარ. მაწანწალას აღსარება

10.04.2023

19:00- 22:00
Amirani Cinema

„იუმორისტული დოკუმენტური ესსე, რომელიც ეხება სივრცის გამოყენებას, საცხოვრებელს, ურბანულ განვითარებას, სიმჭიდროვეს, ქსენოფობიას და ჯენტრიფიკაციას. ფილმი ავტობიოგრაფიული პერსპექტივიდან უდგება ამ თემებს: ავტორი დიდ რკალს კრავს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებს შორის დაწყებული მისი ბავშვობიდან ციურიხის მთაზე, არალეგალურად დაკავებული სახლებით, საერთო ბინებით და დამთავრებული იუპი აპარტამენტებითა თუ სახლებით დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, სან პაულო და მეხიკო.» (Swissfilms.ch)

Film-Trailer

თომას ჰემერლი


(*1964, ციურიხში). სწავლობდა
ფილოსოფიასა და იურისპრუდენციას; მუშაობს ჟურნალისტად, კინოკრიტიკოსად, რეკლამასა
და ტელევიზიაში, ასევე აქტიურია როგორც ხელოვანი. 1995 წლიდან იღებს მოკლემეტრაჟიან
ფილმებს; "შვიდი სანაგვე და ერთი გვამი" (2007) მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური
ფილმია, რომელშიც ის საკუთარი ოჯახის ისტორიას აანალიზებს. ფილმის „ჯენტრიფიკაცია მე ვარ. მაწანწალას აღსარება“ თემებს ის ასევე ავტობიოგრაფიული თვალსაზრისით უახლოვდება.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება საუბარი რეჟისორთან


შვეიცარია 2017. რეჟისორი: თომას ჰემერლი. 99 წთ., ფერადი, გერმ. ენა/ქართ. +ინგლ. სუბტიტრებით

დეტალები & ბილეთები
Amirani Cinema