კინო

მე ვარ მეკარე

6.04.2023

2014, საბინე ბოსი
Amirani Cinema / 21:00

„1980-იანი წლების დასასრული: ერნსტი, ბოჰემია, რომელიც ყველასთვის
ცნობილია, როგორც „მეკარე“, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ბრუნდება პატარა ქალაქ შუმერტალში. ის აქ გაიზარდა, ხალხი მას იცნობს. მეკარეს სურს, დაიწყოს ახალი ცხოვრება ნარკოტიკების გარეშე. სამსახურს ეძებს და შეუყვარდება ოფიციანტი რეგულა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომ მის საუკეთესო მეგობარ
უელის ის ახლა ობივატელი ჰგონია. ჯიუტად, ცოტა გულუბრყვილოდ და დიდი შარმით ცდილობს თავისი ცხოვრება უკეთეს გზაზე დააყენოს, მაგრამ მის ახალ ბედნიერებამდე ცოტა ხნით ადრე, წარსული წამოეწევა”. (Swissfilms.ch)

Film-Trailer

საბინე ბოსი


(* 1966 წ. აარაუში). იყო რადიო
წამყვანი, ხმის ინჟინერი კინოსა და თეატრისთვის, შემდეგ კინორეჟისორად გადამზადდა ZHdK-ში (ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტი).
2000 წლიდან არის თავისუფალი ავტორი და კინორეჟისორი („Ernstfall in Havanna“, „Der Goalie bin ig“, „Jagdzeit“ და სხვა), ტელევიზიის (რამდენიმე „Tatort“ და „Neumatt“ ეპიზოდები) და თეატრისთვის.
2014 წელს საბინ ბოსმა მიიღო შვეიცარიის პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისა და საუკეთესო
სცენარისთვის ფილმისთვის "Der Goalie bin ig". 2017 წელს ის გახდა ZHdK-ში კინოფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელი.



შვეიცარია 2014. რეჟისორი: Sabine Boss. როლებში: მარკუს სიგნერი, სონია რიზენი, პასკალ ული, მაიკლ ნოიენშვანდერი, თომას ჰოსტეტლერი.
92 წთ., ფერადი, შვეიც. დიალექტი/ქართ.+ინგლ. სუბტიტრებით


დეტალები & ბილეთები
Amirani Cinema