კინო

ნავი სავსეა

9.04.2023

1981, მარკუს იმჰოფი
Amirani Cinema / 17:15

„მეორე მსოფლიო ომის დროს ლტოლვილთა შემთხვევითმა ჯგუფმა მოახერხა
შვეიცარიის საზღვრის ფარულად გადაკვეთა. ცოტამ თუ იცის, რომ ეს თავშესაფარი
მოჩვენებითია, რომ ლტოლვილებს „მხოლოდ რასობრივი მიკუთვნებულობის“ გამო არ აქვთ
თავშესაფრის უფლება და რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზღვრები დაკეტილია
უცხო ადამიანებისთვის. შვეიცარიელების მიერ ნახევრად მიღებული და ისევ დაღალატებული ლტოლვილები, გარდაიქმნებიან გროტესკულ ოჯახად, რათა როგორმე მოერგონ ემიგრანტების პოლიციის რეგულაციებს. ამ გარდაქმნის თამაშს ისინი მხოლოდ გარკვეული პერიოდით ახერხებენ. ”
(Filmpodium.ch)
ვერცხლის დათვი (ბერლინალე) ბერლინი 1981 წელი, ციურიხის კინოპრემია 1981 წელი, ოსკარის ნომინაცია 1982 წ.

Film-Trailer

მარკუს იმჰოფი


(*1941, ვინტერტური). სწავლობდა
ციურიხის გამოყენებითი ხელოვნების სკოლაში კინოხელოვნების განხრით, მათ შორის კურტ ფრუჰთან. თავის ფილმებში იმჰოფი ხშირად
კრიტიკული თვალით უყურებს შვეიცარიას, მის ინსტიტუტებსა და მითებს. ეს ასევე მოიცავს
შვეიცარიის დამოკიდებულებას ლტოლვილების მიმართ - მეორე მსოფლიო ომის დროს ("Das Boot
ist voll", 1981) და დღეს ("Eldorado", 2018). მისმა ფილმებმა არაერთი ჯილდო მიიღო, მაგ. 1981 წლის
ოსკარის ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი" ფილმისთვის "ნავი სავსეა"), 2013 წლის
შვეიცარიის პრემია "საუკეთესო დოკუმენტური ფილმი" ფილმისთვის "მეტი ვიდრე თაფლი". 2020
წელს მან მიიღო შვეიცარიის კინოპრემიის საპატიო ჯილდო.



შვეიცარია 1981. რეჟისორი: მარკუს იმჰოფი. როლებში: თინა ენგელი, კურტ ბოისი, მატიას გნადინგერი. 104 წთ., ფერადი, შვეიც. დიალექტი+გერმ. ენა/ქართ.+ინგლ. სუბტიტრებით


დეტალები & ბილეთები
Amirani Cinema